თარიღი    დრო

ხელოვნური ვიტამინები ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

საქართველო, თბილისი - 19:14 03.28.2018 2691

დანიელი მეცნიერები არ გვირჩევენ ხელოვნური ვიტამინებისა და სხვა სინთეზური დანამატების მიღებას. ექსპერტთა აზრით, ორგანიზმი ამ აბებიდან არა სასარგებლო ნაერთებს, არამედ სახიფათო  სინთეზურ კომპონენტებს იღებს, რაც ღებინების, კუჭის წყლულისა და ნაადრევი სიკვდილის განვითარების რისკს ზრდის.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვიტამინ A, C და E-ს რეგულარულად იღებდნენ, უფრო ადრე იღუპებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ამ ვიტამინებს არ მოიხმარდნენ. მეცნიერთა თქმით, ადამიანებისთვის ვიტამინების ძირითად წყაროს ხილი და ბოსტნეული უნდა წარმოადგენდეს. მათი ცილოვანი სტრუქტურა სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ადრინდელი კვლევებით კოლორადოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ბეტა კაროტინის დიდი რაოდენობით მიღება ფილტვის კიბოს განვითარების რისკს 20%-ით ზრდის, ხოლო  C ვიტამინის გადაჭარბებული გამოყენება გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების განვითარების 34% -ით მატებას იწვევს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვიტამინების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:00 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

09:30 ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

20:22 Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

10:16 იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

16:48 Myway Airlines-ი ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ზრდის

16:32 15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

12:42 თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

12:40 CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%