თარიღი    დრო

პროდუქტები, რომელიც ინსულტისა და დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს

საქართველო, თბილისი - 19:13 03.28.2018 465

ჩინელმა მკვლევარებმა ის პროდუქტები დაადგინეს, რომელიც ინსულტისა და დიაბეტის განვითარების საფრთხეს ამცირებს. როგორც აღნიშნავენ, ამ დაავადებების პრევენციისთვის აუცილებელია მაგნიუმის შემცველი პროდუქტების მიღება.

მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს მილიონზე  მეტი ადამიანის მონაწილეობით. სპეციალისტებმა გააანალიზეს მოხალისეთა სამედიცინო მონაცემები და დაასკვნეს, რომ მაგნიუმით მდიდარი პროდუქტების მოხმარება შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს 26%-ით ამცირებს, თავის ტვინის ინსულტის და გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს, შესაბამისად, 12% და 10%-ით.

მაგნიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს თხილეული, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ფოთლოვანი ჭარხალი და სხვ.), კაკაო, ასევე, მარცვლოვნები (წიწიბურა, ბრინჯი), მსხვილად დაცეხვილი ხორბლისგან მომზადებული პური.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.5%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%