თარიღი    დრო

მე მქონდა გულყრები, თუმცა ამჟამად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ბრეგაძე

საქართველო, თბილისი - 12:49 03.23.2018 361

მე მქონდა გულყრები, თუმცა ამჟამად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ე.წ. „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბრეგაძე ინფორმაციას, რომ ის პოლიციაში სცემეს, უარყოფს.

„რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მე მქონდა გულყრები. სამწუხაროდ, სპეციალურად, გარკვეულმა სამსახურებმა ყველაფერი იღონეს, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელებულიყო. ამაში მე „რუსთავი 2“-ს არ ვადანაშაულებ. სამწუხაროდ, ექიმები არიან ხშირად შეკრულები. რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს მე მცემეს პოლიციაში, ეს ასე არ არის, მაგრამ იყო სერიოზული ზეწოლა. ერთი საათის განმავლობაში მე ვიყავი იზოლირებული, ისე რომ არ ვყოფილვარ ბრალდებული“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%