თარიღი    დრო

ტატუნაშვილის ოჯახის ტკივილი ჩემთვის ძალიან ახლობელია - გიგა ოთხოზორიას დედა

საქართველო, თბილისი - 18:46 03.22.2018 625

მათი ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია, რადგან ზუსტად წელიწადი და 10 თვის წინ ჩვენი შვილიც ასე ვერაგულად მოგვიკლა მტრის ტყვიამ,  – ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ წილკანში განაცხადა, სადაც ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

მისი თქმით, ოთხოზორიასაც არ აპატიეს, რომ ქართველი ადამიანი დაიცვა და ყველას თვალწინ ექვსი ტყვიით ჩამიცხრილეს.

“კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. მათი ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია, რადგან ზუსტად წელიწადი და 10 თვის წინ ჩვენი შვილიც ასე ვერაგულად მოგვიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს, რომ ქართველი ადამიანი დაიცვა და ყველას თვალწინ ექვსი ტყვიით ჩამიცხრილეს. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ეს ოჯახი. ნაწამები შვილის სხეული 26 დღის შემდეგ ძლივს მიიღეს, რათა საკადრისი პატივი მიეგოთ. სათქმელიც რა მაქვს. თუ ესენი ვერ დასჯიან მკვლელებს, უფალს ვერავინ ვერ დაემალება. დაისჯებიან”, – განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%