თარიღი    დრო

„ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში“ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 18:00 03.22.2018 159

24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანი მსოფლიოში ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის და ამ დაავადების დაძლევის ძალისხმევის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ამ დღეს საქართველო უკვე წლებია უერთდება. წელს ტუბერკულოზთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით კვირეული მიმდინარეობს.

კვირეულის ფარგლებში „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში“ ტუბერკულოზის მართვის აქტუალურ საკითხებთან, მათ შორის კლინიკურ კვლევებთან დაკავშირებით მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ასევე, “პლანეტის მწვანე ფილტვების” აქციის ფარგლებში, ცენტრის ეზოში, ბავშვთა განყოფილების შენობასთან ჟურნალისტებმა ხეები დაარგეს.

მათი განცხადებით, ეს სიმბოლური აქტი ცნობიერების ამაღლებას და გარემოზე ზრუნვას ემსახურება.

ცნობისთვის, ტუბერკულოზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. 10,4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა, 2 მილიოანმდე გარდაცვლილი, მილიონზე მეტი დაავადებული ბავშვი, 0,5 მილიონზე მეტი წამალგამძლე შემთხვევა - ასეთია მხოლოდ ერთი წლის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ტუბერკულოზთან დაკავშრებული სტატისტიკა. 2016 წლამდე საქართველო მულტირეზისტენტული (წამალგამძლე) ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნების ათეულში იმყოფებოდა.

მიუხედავად დიდი სახელმწიფო და საერთაშორისო მხარდაჭერისა, რაც გამოიხატება განახლებულ ინფრასტრუქტურაში, ახალი მედიკამენტების სრულ ხელმისაწვდომობაში, ტექნოლოგიურ და ინსტუმენტულ გადაიარაღებაში, ჩვენი მიდგომების დიდ საერთაშორისო აღიარებაში, ქვეყანაში ტუბერკულოზი კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

„ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორის ზაზა ავალიანის განცხადებით, ტუბერკულოზთან დაკავშირებული რისკების და პასუხისგებლობების გაცნობიერების დაბალი დონე, სარწმუნო ინფორმაციის დეფიციტი, არასათანადო დამყოლობა მკურნალობაზე, სტიგმის მაღალი ხარისხი, შეწყვეტილი მკურნალობა, სოციალური საკითხები კვლავ დიდი გამოწვევად რჩება ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამისთვის.

ტუბერკულოზთან დაკავშირებული კვირეული 24 მარტს, ბათუმში დასრულდება.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%