თარიღი    დრო

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 14:18 03.22.2018 432

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მესამე შეხვედრაში და მისასალმებელი სიტყვით მიმართა პლატფორმის წევრებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გამჭირვალობისა და საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პირველად ჩართო სამოქალაქო საზოგადოება ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში, ასევე ისინი ჩართულნი არიან სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის ხედვები რეფორმებთან და ევროპული ინტეგრაციის გზაზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით არის ერთი და იგივე“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილა 2017 წლის მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კონტექსტში და პლატფორმის წევრებს სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ამასთან, მიხეილ ჯანელიძემ პლატფორმის წევრებს დაუდასტურა, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ევროინტეგრაციის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა  გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ეფექტურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და რა თქმა უნდა, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა. 

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის ხელშეწყობა. პლატფორმა საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრებს აერთიანებს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%