თარიღი    დრო

Direct Banking - ინოვაციური ბანკინგი ფიზიკური პირებისთვის!

საქართველო, თბილისი - 12:49 03.22.2018 968

პროკრედიტ ბანკი ფიზიკურ პირებს სრულიად განსხვავებულ მომსახურებას “Direct Banking” სთავაზობს, რაც გულისხმობს სრულყოფილი საბანკო სერვისის მიღებას ელექტრონული არხების გამოყენებით.

მარტივი მომსახურება, ერთიანი ტარიფი, ინტერნეტ ბანკინგით მუდმივი წვდომა ნებისმიერ საბანკო სერვისზე და მრავალფუნქციური თვითმომსახურების „სივრცე 24/7“-ით სარგებლობა - ეს ის ძირითადი უპირატესობებია, რომლებიც “Direct Banking”-ის ფარგლებში მომხმარებელს აქვს.

“Direct Banking”-ის შექმნის იდეა მომხმარებელთა მოთხოვნილებების გაანალიზების შედეგად გაჩნდა. ცხოვრების ჩქარი ტემპიდან გამომდინარე, მომხმარებელს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება სამუშაო საათებში ბანკის ფილიალში სტუმრობისა და რიგში დგომისთვის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ საბანკო მომსახურება იყოს კომპლექსური, მუდმივად ხელმისაწვდომი, მარტივი და იაფი. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეიქმნა ინოვაციური მომსახურება “Direct Banking”.

ერთიან ტარიფში თავმოყრილი კომპლექსური საბანკო მომსახურება გაცილებით ნაკლებია, ცალკეულ პროდუქტზე დაწესებული ტარიფების ჯამისა. ყოველთვიურად ერთი კონკრეტული საფასურის გადახდით, მომხმარებელი თითქმის ყველა საბანკო ტრანზაქციას სრულიად უფასოდ ასრულებს.  გარდა სტანდარტული საბანკო ოპერაციებისა, “Direct Banking”-ის ფარგლებში ექსკლუზიური პირობები მოქმედებს საკრედიტო და სადებეტო სერვისებზე. ბანკი მუდამ მზად არის, მომხმარებელთან ერთად განიხილოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაფინანსების გეგმა და  მათ საუკეთესო დაკრედიტების პირობები შესთავაზოს. სტაბილური მომავლის დასაგეგმად კი სხვადასხვა ტიპის ანაბარს სთავაზობს, მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთებითა და პირობებით.

დისტანციური არხების მრავალფეროვნებით და მათში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებით, დღეისათვის საბანკო ოპერაციების 99%-ის განხორციელება   კლიენტისათვის უკვე  დამოუკიდებლად ხელმისაწვდომია, სასურველ დროს, სასურველი ადგილიდან. ფუნქციურად გაფართოვდა და დაიტვირთა ბანკის კონტაქტ ცენტრი, რაც გულისხმობს კონტაქტ ცენტრის ოპერატორების მუდმივ მზაობასა და მხარდაჭერას. განახლდა ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი, მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტულია თანამედროვე და მარტივი დიზაინის ვებ-გვერდით სარგებლობა. ინტერნეტ ბანკინგის სერვისით კი მომხმარებელს მუდმივი წვდომა აქვს სასურველ საბანკო მომსახურებაზე.

ინოვაციური ბანკინგის - “Direct Banking” -ის თანახმად, ბანკი არ არის ადგილი, არამედ, ბანკი არის სივრცე, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეუძლია ბევრად ეფექტურად იარსებოს ონლაინ სივრცეში.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%