თარიღი    დრო

„სითი პარკის“ მხრიდან არის მცდელობა, პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 11:00 03.22.2018 445

კომპანია „სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო მოხდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი  მცდელობა საფუძველს მოკლებულია, რადგანაც კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს.

„მინდა გამოვეხმაურო „სითი პარკის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა „სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო მოხდა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი  მცდელობა საფუძველს მოკლებულია და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, 10 აპრილამდე კომპანია ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს, ხოლო 10 აპრილიდან დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

დედაქალაქის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ბიზნესთან ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა აკავშირებს.

„ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. მივესალმებით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების საქმიანობას საქართველოში. ასევე, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ისრაელის კომპანიებისთვის მერიის კარი ყოველთვის ღიაა. მზად ვართ, მათი წინადადებები განვიხილოთ და ზოგადად, ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%