ჰონკონგი-შანხაი, ჰონკონგი-სეული, პეკინი-ჰონკონგი, დუბლინი-ლონდონი და ბანგკოკი-სინგაპური, - ეს მსოფლიოში ყველაზე დატვირთული ავიამიმართულებებია. აღნიშნული რეიტინგი Official Airline Guide-მ შეადგინა და ის 2017 წლის მონაცემებს ეყრდნობა.
როგორც სტატისტიკური მაჩვენებლები აჩვენებს, ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე დატვირთული ავიამიმართულება ლოს-ანჟელესი-სან-ფრანცისკოა.
2017 წელს აღნიშნულ მიმართულებაზე 34 ათასზე მეტი გადაფრენა განხორციელდა.
აფრიკაში მგზავრები ყველაზე ხშირად სარგებლობენ ავიარეისით კეიპტაუნი-იოჰანენბურგი, ავსტრალიაში მელბრუნი-სიდნეის ავიარეისით, სამხრეთ ამერიკაში ყველაზე დატვირთული და გამოყენებადი რიო დე ჟანეირო-სამპაულოს მიმართულებაა.