თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული მამაკაცის ცხედარი სამართალდამცველებმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
საქმის ზედამხედველი პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმეში ყველა საჭირო სამსახური ჩართული.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, ყველა საჭირო სამსახური ჩართულია. დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ცნობისთვის, მამაკაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლეს, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძეა.
როგორც ირკვევა, მამაკაცს თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი მას ესროლა.
მოკლულს თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა.