თარიღი    დრო

მიხეილ ჯანელიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:50 03.21.2018 374

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ და ვიქტორია ჰორვატმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის წლების განმავლობაში განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, დინამიურად ვითარდება თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების მხრივ. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა უნგრეთის განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით გამოჰყო უნგრეთის ხელშეწყობა განათლების სფეროში, კერძოდ, უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამით, ყოველწლიურად, 80-მდე ქართველ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს განათლება უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში. უნგრეთის ელჩმა, ასევე, დადებითად შეაფასა გასული წლის დეკემბერში გამართული უნგრეთის კულტურის დღეები საქართველოში, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.

შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებს. მათ განიხილეს ამ მხრივ უკვე არსებული გამოცდილება და გამოკვეთეს ის მიმართულებები, რომელიც ორმხრივად მომგებიანი იქნება როგორც საქართველოს, ისე უნგრეთისათვის.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%