ბერლინი კომპანია „Facebook“-სგან, მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვის ბრალდებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას ითხოვს. განაცხადა გერმანიის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ულრიკე დემერმა.
„გერმანიის ხელისუფლება „Facebook“-ისგან ითხოვს დაიკავოს პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა დემერმა.
ცნობისთვის, ორშაბათს „The New York Times“-მა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან თანამშრომლობით, წინასაარჩევნო კამპანიისას, „Cambridge Analitica“-მა უკანონოდ მიიღო 50 მილიონი "Facebook" მომხმარებლის მონაცემები.
მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, მკვლევარები აფასებდნენ ამომრჩევლების პოლიტიკურ კურსს და სთავაზობდნენ მათ რეკლამას, რომელიც პირდაპირ ესადაგებოდა მათი ინტერესის სფეროს.