თარიღი    დრო

პუტინმა და ტრამპმა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამიტის იდეა განიხილეს - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 14:48 03.21.2018 684

რუსეთის პრეზიდენტმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ, სატელეფონო საუბრისას აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამიტის იდეა განიხილეს. თუმცა, საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა აშშ-ს ამ შეხვედრისთვის საკუთარი ტერიტორია შესთავაზა, არ ყოფილა. განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა შესთავაზა სამიტის გასამართად საკუთარი „მოედანი“ არ ყოფილა, მათ შორის არც სატელეფონო საუბრისას, თუმცა ამ თემას ისინი შეეხნენ, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია“ - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის მანამდე დონაპდ ტრამპი დათანხმდა შეხვედრილიყო ჩრდილოეთ კორესის ლიდერს, კიმ ჩენ ინს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ სამიტი შესაძლოა 2018 წლის მაისის ბოლოს ჩატარდეს და შვედეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შესაძლოა ეს შეხვედრა გაიმართოს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%