თარიღი    დრო

დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში მსჯავრდებულების მხარდამჭერები პროკურატურასთან აქციას გამართავენ

საქართველო, თბილისი - 14:16 03.21.2018 464

დავით როსტომაშვილის ცემასა და დაყაჩაღებაში მსჯავრდებულების ოჯახის წევრები დღეს მთავარ პროკურატურასთან 15:00 საათზე აქციას გამართავენ. აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ზურაბ ქუთელიას ახლობელმა მიაწოდა.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ საქმე არასწორადაა გამოძიებული და შესაბამისად, მსჯვარდებულებს ბრალიც არასწორად აქვთ წაყენებული.

დღევანდელ აქციაზე, ბექა კირვალიძისა და არტემ აგაჯამოვის ოჯახის წევრები მუხლის შეცვლას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მსჯავრდებულების მხრიდან როსტომაშვილის დაყაჩაღებას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება ზურაბ ქუთელიას, მისი ოჯახის წევრები მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან როგორც ისინი განმარტავენ, ქუთელია ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. მისი უფლებადამცველები საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას გეგმავენ.   

ქუთელიას ოჯახის წევრებმა აქცია რამდენიმე დღის წინაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოშიც გამართეს. ისინი მოსამართლე ნათია გუდაძის მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ აღნიშნული მოსამართლე როსტომაშვილებისგან მოსყიდული იყო. აქციის მონაწილეები როსტომაშვილის სამსახურეობრივ სტატუსზეც ამახვილებდნენ ყურადღებას და აღნიშნავდნენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იმანაც განაპირობა, რომ როსტომაშვილი შსს-ს მოქმედი თანამშრომელია.  

ცნობისთვის, 13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნათია გუდაძემ ზურაბ ქუთელიას 7 წლით, არტემ აგაჯანოვს 6 წლით, ხოლო ბექა კირვალიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%