თარიღი    დრო

ლადო სადღობელაშვილი დააკავეს - მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 00:14 03.21.2018 2099

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ზე განხორციელებული თავდასხმისა და ჟურნალისტებზე ძალადობის გამო, ლადო სადღობელაშვილი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, სადღობელაშვილი ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"2018 წლის 19 მარტს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით "ქართული მარშის" წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ე.წ. ქართული მარშის წევრები "რუსთავი 2" -ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. მათ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%