სიტუაცია რომელიც განვითარდა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის ინცინდენტის შემდგომ, არ მოახდენს გავლენას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დიდ ბრიტანეთს შორის. განაცხადა რუსეთის შს მინისტრის მოადგილემ, იგორ ზუბოვმა სახელმწიფო სხდომაზე.
„ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ბრიტანეთის სამართალდამცავ ორგანოებთან და არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს მათთან დაკავშირებით და რაიმე სახის მოლოდინები ამ კავშირში ჩვენ არ გვაქვს. ჩვენთვის არაფერი არ შეიცვლება“ - განაცხადა ზუბოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთანავე მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი ბრიტანულ მხარეს ექნება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ რაიმე შეიკითხვა, ან რაიმე ბრძანება საერთაშორისო ნორმების ფარგლებში, სამინისტრო ყველაფერს შეასრულებს ვალდებულების ფარგლებში: არანაირი შეზღუდვები და წინასწარ განსაზღვრული ურთიერთბები არ იქნება. აღნიშნავს ზუბოვი.