თარიღი    დრო

ბათუმი ჭადრაკში ვაჟთა შორის ევროპის მე-19 ჩემპიონატს მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 17:06 03.17.2018 510

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში“ გამართულ ჭადრაკში  ევროპის მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ჭადრაკის საერთაშორისო  ფედერაცია ,,ფიდეს“ დირექტორთა საბჭოს წევრი ჯერსი ბორგი, აჭარის ა/რ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხეისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა, ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატის ღონისძიებების ჩატარების მნიშვნლობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საქმეში და ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

 ტურნირში მსოფლიოს  34 ქვეყნის 311 წამყვანი მოჭადრაკე  მონაწილეობს.  მსოფლიო თასის  საგზურისთვის საქართველოს სახელით  32 მოჭადრაკე იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა.  აღსანიშნავია, რომ ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს კონტინენტის პირველობას,  პირველად  მსგავსი  შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.

 ევროპის  რიგით  მე-19 ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის 28 მარტამდე  გაგრძელდება.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%