თარიღი    დრო

როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსაჯავრდებულის მხარდამჭერები სასამართლოს წინ აქციას გამართავენ

საქართველო, თბილისი - 13:19 03.17.2018 942

პოლიციის პოლკოვნიკ, დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ზურაბ ქუთელიას მხარდამჭერები დღეს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ აქციას გამართავენ. აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ ქუთელიას ადვოკატმა, მარინა ჩიმაკაძემ მიაწოდა.

„მოსამართლემ აბსოლუტურად უკანონო განაჩენი გამოიტანა. მისი გადაწყვეტილება და საქმეში არსებული მასალები ერთმანეთს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. ქუთელია შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, ის უდანაშაულოა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს შენობის წინ აქცია იმართება. ყველა ადამიანი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც თვლის, რომ ქუთელია უდანაშაულოა, ამ აქციას შემოუერთდება“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნათია გუდაძემ ზურაბ ქუთელიას 7 წლით, არტემ აგაჯანოვს 6 წლით, ხოლო ბექა კირვალიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ქუთელიას ადვოკატები მის მიმართ გამამტუყნებელი განაჩენის გამოტანას როსტომაშვილის სამსახურეობრივ სტატუსს უკავშირებენ, რადგან ის შსს-ს მოქმედი თანამშრომელია.  




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%