ENG / RUS       12+

მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს, შესაძლოა ექსპერტებიც მოისყიდონ - დავით სარალიძის მამა (ექსკლუზივი)

რესპოდენტის შესახებ

თბილისში, ხორავას უქჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირებისას მოკული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხული თვითმხილველი მოწმეები ჩვენებებს ცვლიან. ის დარწმუნებულია, რომ იმ ყოფილი მაღალჩინოსნების გავლენებით, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, საქმეში დამნაშავეებს ხელს აფარებენ.

„ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ იმ ორმა მოკლა ჩემი შვილი. რადგან ამ ბავშვებმა უაზრო ტყუილები დაიწყეს, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცას ხელს აფარებენ, ვინც ამ წუთას გარეთ, ამაყად დადის“, - აცხადებს სარალიძე.

მან დღეს პროკურატურაში განცხადება შეიტანა, ის პროკურატურისგან პარლამენტის ყოფილი წევრის, ბორის კაკუბავას განცხადებაზე რეაგირებას მოითხოვს. კაკუბავამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მის შვილიშვილს ჩაგრავდნენ და ფულს ართმევდნენ. მისივე ინფორმაციით, სწორედ ეს კონფლიქტი უძღოდა წინ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას.

-ბორის კაკუბავას განცხადება თქვენზე თავდასხმად შეაფასეთ. რას გულისხმობთ?

- დიახ. ის პირდაპირ შეეხო ჩემს შვილს, ლევან დადუნაშვილსა და მათ მეგობრებს. თითქოს, კაკუბავას შვილიშიშვილებს აშანტაჟებდნენ და ფულს სძალავდნენ. ეს ჩემი შვილის, მისი სამეგობროს წინააღმდეგ სერიოზული ბრალდება და შეურაცხყოფაა. კაკუბავამ თქვა, რომ ისინი მოძალადები, ფულის გამომძალველები იყვნენ.

რა თქმა უნდა, უნდა გამოიძიონ მის შვილიშვილებს ვინ აშანტაჟებდა. გამოძალველებს შორის, თუნდაც ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი ფიგურირებდნენ, მაინც მოხარული ვიქნებიჭეშმარიტებას თუ დაადგენენ. თუ კაკუბავამ ტყუილი თქვა, რა საფუძველი ჰქონდა ამ ინფორმაციის გაჟღერებას, ეს გამოიკვლიონ.

-მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორის კაკუბავამოწმეების მოსყიდვას ცდილობდა. ამასთან დაკავშირებით თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ. ან პირად საუბრებში მოზარდები თუ გიდასტურებენ ამ ფაქტს?

- ინფორმაცია, რომ ბორის კაკუბავა მოწმეების მოსყიდვას ცდილობდა, სიმართლეს რამდენად შეესაბამება არ ვიცი. სამწუხაროდ, ჩემთან ბავშვები დეტალებზე საერთოდ არ საუბრობენ, მკვლელობის დეტალებზე არ მიყვებიან და ასეთ რამეს ადგილი რომც ჰქონოდა, მითუმეტეს არ ისაუბრებენ.

- დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოწმეები სასამართლოში ჩვენებებსცვლიან, ბრალდების მხარე კი ამას კატეგორიულად უარყოფს. თქვენ ყველა სასამართლო პროცესს ესწრებით, რა შეგიძლიათ მოწმეთა ჩვენებებზე გვითხრათ, რამდენად სანდოა თქვენთვის მათ მიერ მიცემული ჩვენებები?

-ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ არსებითი განხილვების დროს, სიმართლე გამოაშკარავდებოდა. არასრულწლოვანმა, თვითმხილველმა ბავშვებმა, რომლებიც ახლა ჩვენებებს სასმართლოში აძლევენ, პოლიციაში მიცემული ჩვენებები ფაქტობრივად შეცვალეს. ოღონდ, რის საფუძველზე, ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ მათ ვინმემ ჩვენების შეცვლა ან დაააძალა, ან მოისყიდა, ან შეაშინა.

მოწმეები რაღაც დეტალებს ისევ და ისევ მალავენ. მათ რა ჩვენებებიც პოლიციაში ჰქონდათ მიცემული, ის ფაქტობრივად უარყვეს. როცა იმ ჩვენებას უკითხავენ, რაც პოლიციის სამმართველოში ჰქონდათ მიცემული და რომელიც სასამართლოში მიცემულ ჩვენებას ეწინააღმდეგება, ეკითხებიან, რომელს ვენდოთ, პოლიციაში მიცემულს, თუ ახლანდელსო, ყველა ერთსა დაიმავეს იმოერებს - ახლანდელსო. ამას ასაბუთებენ იმით, რომ მაშინ აჟიტირებულები, გაურკვეველ მდგომარეობაში იყვნენ, როცა დალაგდნენ, ყველაფერი აღიდგინეს და ახლა სიმართლეს ამბობენ. მაშინ ვიღაც-ვიღაცეებს ხელს ადებდნენ, ახლა ამბობენ: არ მახსოვს, არ ვიცი, ალბათ, მომეჩვენაო და ა.შ.

- როგორ ფიქრობთ, ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, მაგალითად, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი, ყოფილი პარლამენტარი ბორის კაკუბავა ახდენენ ამ ყველაფერზე გავლენას?

- ჩემი აზრით, ახდენენ, რადგან ბავშვები რადიკალურად შეცვლილი არიან, რაღაც დეტალებს ვეღარ იხსენებენ. პროცესზე შემთხვევის ადგილის სურათებს რომ ათვალიერებენ, ისეთ უმნიშვნელო დეტალებს იხსენებენ, რაც გასახსენებელი და ყურადღების მისაქცევი საერთოდ არ არის. მაგალითად, ადვოკატმა ერთ-ერთ მოწმეს კითხვა დაუსვა, ხელსახოცი რომ ეგდო იქიდან, მანქანამდე რა მანძილზე მოხდა შემთხვევაო. ხელსახოცი იქ არ ეგდოო, უპასუხა მოწმემ. ბავშვმა თუ ის დაიმახსოვრა, რომ ხელსახოცი იქ არ ეგდო, ე.ი. ყველაფერს იტყუება, ჰო? ხელსახოცი დაამახსოვრდა და ვინ ჩხუბობდა, ის არ ახსოვს? გამორიცხულია!

- ადვოკატები საუბრობენ, რომ მოწმეები დარიგებულები არიან, მათ ვიღაც ატრენინგებს. ეს შთაბეჭდილება თქვენც გრჩებათ?

- არც ამას გამოვრიცხავ, რადგან ბავშვები იურიდიულ ენაზე საუბრობენ. შესაძლოა, ისინი ძალიან განსწავლურლი ბავშვები არიან, ეს ძალიან კარგია, თუ 16 წლის ასაკში იურიდიულ ენაზე შეუძლიათ საუბარი, მაგრამ არ ვიცი, რა გითხრათ?! არის მოწმეების კატეგორია, რომლებიც, ბავშვს რომ გაკვეთილის მოსაყოლად ააყენებ და დაიწყებს მოყოლას, ისე ჰყვებიან ყველაფერს.

პროკურატურის მიზანია, ამ ორ დაკავებულს სასჯელი მიუსაჯოს, გარეთ რა მოხდა, ამას კი ვეღარ ვარკვევთ და არც არავინაა დაინტერესებული.

- რატომ?

- ექსპერტიზის პასუხს ძალიან აგვიანდება, უკვე ძალიან დიდი დროა გასული. ფაქტობრივად, 4 თვე იწურება და ექპერტიზის პასუხი არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი იარაღი იყო გამოყენებული. შესძლებელია, ვიღაცამ ექსპერტიც მოისყიდოს. ვიმეორებ, ძალიან დიდი იმედიმქონდა, რომ არსებით განხილვაზე ბავშვები სიმართლეს ისაუბრებდნენ. ჩავთვალე, რომ პოლიციაში სწორი ჩვენება არ მისცეს, რადგან, შესაძლოა, პოლიციის შეეშინდათ და იმედი მქონდა, მოსამართლესთან არაფრის შიში ექნებოდათ და ყველაფერს დეტალებში მოყვებდონენ, მაგრამ შევცდი.

დღევანდელი მდგომარეობით, რასაც ვუყურებ, არაფრის იმედი აღარ მაქვს. ამ ორ დაკავებულსაც მიუსჯიან თუ არა ადეკვატურად, ესეც დაზუსტებით არ ვიცი. მოწმეები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ბოდიალობენ.

- თქვენი ინფორმაციით, მკვლელობის ნაწილში, რამდენი პირი მონაწილეობდა?

- ვერ გეტყვით, რადგან სიმართლეს საერთოდ აღარ ამბობენ, რაც აქამდე თქვეს, იმასაც აღარ ამბობენ, უარყოფენ. ეს საქმე უკვე ძალიან ბუნდოვანია. გამორიცხულია, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს. ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ იმ ორმა მოკლა ჩემი შვილი. რადგან ამ ბავშვებმა უაზრო ტყუილები დაიწყეს, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცას ხელს აფარებენ, ვინც ამ წუთას გარეთ, ამაყად დადის.

__ და ესენი შესაძლოა, მაღალჩინოსნების შვილები იყვნენ?

_ შესაძლებლია მაღალჩინოსნების შვილები იყვნენ, შესაძლებელია მაღალჩინოსნების ნათესავები იყვნენ.

ეკა ლემონჯავა „ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .