რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.
მამაკაცს ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ 4 ადამიანი დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა.