თარიღი    დრო

ვაპირებ, ხმამაღლა ვისაუბრო იმ ინფორმაციაზე, რაც დეკანოზმა მამალაძემ მომაწოდა - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 18:09 03.13.2018 706

„მე ვაპირებ, რომ ამ თემაზე ხმამაღლა ვისაუბრო, მათ შორის იმ ინფორმაციებზე, რაც მომაწოდა დეკანოზმა მამალაძემ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაციის დაჟღერებამდე რამდენიმე დღე დასჭირდება, რათა დეკანოზის მითითებით, გარკვეული საკითხები გადაამოწმოს.

გვარამიამ აქვე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატროსოვის ციხეში შეხვდა.

გვარამიას ინფორმაციით, დეკანოზს მისივე თხოვნით შეხვდა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%