თარიღი    დრო

ხანძარს უკრაინის პოლიგონზე ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:10 03.13.2018 344

ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც უკრაინაში, ნიკოლაევსკის ოლქის პოლიგონზე მოხდა. ინფორმაციას რია ნოვოსტი სახმელეთო ჯარების პრესსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.  

როგორც პრესსამსახური იტყობინება, უკრაინის ნიკოლაევსკის ოლქის 235-ე სამხედრო პოლიგონზე, ღუმელის გამოყენების უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ცეცხლი კარავს მოეკიდა.

„ხანძრის დროს ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხოლო შვიდმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებულები ოლქის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ - აცხადებენ პრესსამსახურში.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%