სატყეო დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "სატყეო სააგენტოს შესახებ" კანონი ძალაში დღეიდან შევიდა. თუმცა სხვა მსგავსი ორგანიზაციებისგან განსხვავებით "სატყეო სააგენტოს" ხელმძღვანელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ერთპიროვნულად დანიშნავს.
"სატყეო სააგენტოს შესახებ" კანონში შეტანლი ცვბლილებების ნაწილი, რომლის მიხედვით სატყეო დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა მომსახურების გაცემისთვის საფასურიც დადგინდება, ძალაში 1-ლი იანვრიდან შედის და, შესაბამისად, დამატებითი შემოსავალი, რაც დაახლოებით 3 მილიონი იქნება, "სატყეო სააგენტოს" 1-ლი იანვრიდან ექნება. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისათვის, კერძოდ კი 1 კუბური მეტრის საშეშე მერქნისათვის და 1 კუბური მეტრი სამასალე მერქნისთვის საფასური დადგენა იქნება გათვალისწინებული. ასევე, საფასური დადგინდება სალიცენზიო ობიექტის მომზადებისთვის - სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების შესახებ დოკუმენტაციის მომზადებისთვის.
სააგენტოს კიდევ ერთი შემოსავლის წყარო ტყის რესურსების წარმოშობის დოკუმენტაციის გაცემისათვის დაწესებული საფასური იქნება.
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეობების და საფასურის დაადგენის უფლება მთავრობას ექნება.
"სატყეო სააგენტო" ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონ ლარით დაფინანსდება, ასევე მიზნობრივი გრანტების, კრედიტებისა და შემოსვალის საჩუქრისა და შემოწირულობის სახით მიღების უფელებაც ექნება. აუქციონებიდან მიღებული თანხებიც სააგენტოს ანგარიშზე ჩაირიცხება.