თარიღი    დრო

როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

საქართველო, თბილისი - 10:49 03.13.2018 466

პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

 მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უკვე წარმოთქვეს, დღევანდელ პროცესზე ისინი რეპლიკებით ისარგებლებენ.

ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, რადგან როგორც საქმის პროკურორი, ბესიკ ქვარცხავა აცხადებს,  სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევა იმის საფუძველს, რომ აღნიშნულ საქმეზე  მიღებული იქნება „ერთადერთი, კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით“.

დაცვის მხარის განცხადებით კი, ბრალდებულები ცრუ ჩვენებების საფუძველზე არიან დაკავებულები. 

ცნობისთვის, დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამი პირია ბრალდებული - ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯამოვი. მათგან ბრალს მხოლოდ კირვალიძე აღიარებს, ისიც ნაწილობრივ, მხოლოდ ცემის ნაწილში. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 15 მარტს ეწურებათ.

ბექა კირვალიძეს წარდენილი აქვს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტები, 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით. ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე. არტემ აგაჯანოვს წარდგენილი აქვს 25-179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი , ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე. ზურაბ ქუთელიას წარდგენილი აქვა 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%