თარიღი    დრო

მედიამ დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 12:08 03.12.2018 455

შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის ფხენიანში გაიმართება, იუწყება გაზეთი "Известия" სამხრეთ კორეის მთავრობის ინფორმაცაიზე დაყრდნობით.

კორეის რესპუბლიკაში ესეთი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ სწორედ კიმ ჩენ ინი იყო შეხვედრის ინიციატორი. გარდა ამისა, ჩრდილო კორეის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ გადის საზღვრებიდან რუსეთის და ჩინეთის გარდა.

თეთრ სახლში მანამდე განაცხადეს, რომ კიმ ჩენ ინი აპირებს შესთავაზოს დონალდ ტრამპს დაამყარონ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც ისტორიულად არასოდეს ყოფილა.

„კიმ ჩენ ინი, როგორც ჩანს პოზიტიურადაა განწყობილი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის აშშ-სთან“ - წერს გაზეთი და დასძენს, რომ აქამდე მთელი ამერიკის ისტორიის მანძილზე აშშ-ს არცერთი მოქმედი პრეზიდენტი არ შეხვედრია პირადად ჩრდილოეთ კორესის ლიდერს. 

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს კორეის დელეგაციამ შესთავაზა ამერიკის პრეზიდენტს კიმ ჩენ ინთან შეხვედრა, რაზეც ტრამპმა თანხმობა განაცხადა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%