თარიღი    დრო

თუ ქალი უნდათ რომ იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ენძელა მაჭავარიანს ვურჩევდი - გია ხუხაშვილი

საქართველო, თბილისი - 21:03 03.05.2018 4107

თუ მაინცდამაინც [ქართულ ოცნებაში] ქალი უნდათ რომ იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ენძელა მაჭავარიანს ვურჩევდი, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, თეა წულუკიანი გახდეს

ხუხაშვილის თქმით, საინტერესო იქნებოდა და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თუ თვითონ ბიძინა ივანიშვილი იყრიდა კენჭს. 

"თუ მაინცდამაინც ქალი უნდათ რომ იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ენძელა მაჭავარიანს ვურჩევდი, იმიტომ რომ ენძელა მაჭავარიანი მეტ ხმას აიღებს საქართველოში იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ მას ნეგატიური რეიტინგიც არ აქვს. თან ვიმხიარულებდით მაინც, გადაიკისკისებდა ეთერში, აქტიური ქალია და რატომაც არა.

საინტერესო იქნებოდა და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თუ თვითონ ბიძინა ივანიშვილი იყრიდა კენჭს. ეს აღადგენდა ქვეყანაში ინსტიტუციურ წესრიგს, ეს მის პრობლემასაც გადაწყვეტდა, რასაც ჰქვია მუდმივი აპელირება ქვეყნის ჩრდილოვან მმართველობაზე. ქვეყნის მართვაც გაუმჯობესდებოდა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შესაძლოა, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. როგორც ტელეკომპანია იტყობინება, მმართველი პარტიიდან სანდო წყარომ „კურიერს“ განუცხადა, რომ წულუკიანის კანდიდატურა გუნდის შიგნით აქტიურად განიხილება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%