თარიღი    დრო

დიაბეტი, ფაქტობრივად, 5 ცალკეული დაავადებაა - BBC

საქართველო, თბილისი - 14:11 03.04.2018 1768

დიაბეტი, შესაძლოა, 5 ცალკეულ დაავადებად დაიყოს, შესაბამისად, მათი მკურნალობის გზებიც სხვადასხვა იქნება, - ამის შესახებ BBC  შვედი და ფინელი მეცნიერების ახალ დასკვნებზე დაყრდნობით წერს.

როგორც წესი, დიაბეტი/არაკონტროლირებადი შაქრის დონე სისხლში - 2 ტიპად იყოფა.

ეს დაავადება მსოფლიოში, ყოველ 11 ზრდასრულში 1-ს აწუხებს და ზრდის გულის შეტევის, ინსულტის, მხედველობის დაკარგვის, თირკმელების პრობლემებისა და კიდურების ამპუტაციის რისკს.

დიაბეტის 1-ლი ტიპი არის იმუნური სისტემის დაავადება, როდესაც პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი) საერთოდ არ გამოიმუშავებს ინსულინს( ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში შაქრის დონეს აკონტროლებს).

რაც შეეხება მე-2 ტიპს, ის ძირითადად, ცხოვრების არასწორი წესის დროს გვხვდება. ამ დროს სიმსუქნე ისეთივე უკუშედეგებს იწვევს, როგორსაც ინსულინის არასაკმარისი ოდენობა.

რისკს განსაკუთრებით ზრდის მუცლისა და წელის არეში, უფრო კონკრეტულად კი, პანკრეასსა და ღვიძლში დაგროვილი ცხიმი, რომელიც  აფერხებს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. 

შვედეთში, დიაბეტის ცენტრისა  და ფინეთში, მოლეკულური მედიცინის ცენტრებში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 14 775 პაციენტი მონაწილეობდა,  აჩვენა, რომ დიაბეტი არა 2 ტიპად, არამედ მეტ თუ არა, 5 ჯგუფად მაინც უდნა იყოფოდეს:

1-ლი ჯგუფი – „მწვავე ავტოიმუნური დიაბეტი“, რომელიც ადამიანებს ემართებათ ახალგაზრდობაში, როცა ისინი საკმაოდ ჯანმრთელნი ჩანან, თუმცა იმუნური დაავადება მათ ორგანიზმს ინსულინის გამომუშავების საშუალებას აღარ აძლევს.

მე-2 ჯგუფი - „მწვავე, ინსულინოდეფიციტური დიბეტი - დაავადება, რომელიც ამ ჯგუფის ადამიანებს აწუხებთ, ჰგავს პირველი ჯგუფისას, მათაც ახალგაზრდობიდან აქვთ ინსულინის გამოყოფის პრობლემა, მათი სხეულის მასაც საკმაოდ ნორმალურია, თუმცა დაავადებაში დამნაშავე იმუნური სისტემა არ არის.

მე-3 ჯგუფი - „მწვავე ინსულინისადმი რეზისტენტული დიაბეტი“ -  ამ ჯგუფში შედიან ჭარბწონიანი ადამიანები, რომელთა ორგანიზმსაც შესწევდა ინსულინის გამომუშავების უნარი, თუმცა ამაზე სხეულმა და მისმა მასამ სათანადოდ ვეღარ უპასუხა.

მე-4 ჯგუფი - "სიმსუქნის მსუბუქი დიაბეტი“ -  მსუბუქად გამოხატული დიაბეტის ფორმა, აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ, თუმცა უკეთესი მეტაბოლიზმი აქვთ ვიდრე მესამე ჯგუფის პაციენტებს.

მე-5  ჯგუფი - „მსუბუქი ასაკობრივი დიაბეტი“ -  ამ ჯგუფის პაციენტებს სიმპტომები უვითარდებათ უფრო მაღალ ასაკში, ვიდრე სხვებს და მათი დაავადების ფორმაც უფრო მსუბუქია.

მკვლევართა შეფასებით, მსგავსი კლასიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტის მკურნალობაში საგრძნობი წინსვლისათვის და მედიკამენტების დახვეწისთვის. მათივე განმარტებით, სცენარის იდეალურად განვითარების შემთხვევაში, ეს წინ წაწევს დიაგნოსტირებას და პაციენტებზე მკურნალობის უკეთ მორგებას.

„5 ტიპიდან 3 უფრო აგრესიულია და მკურნალობასაც მეტად აგრესიულს საჭიროებს, ვიდრე დანარჩენი 2- მსუბუქი ფორმა. მე-2  ჯგუფში შემავალ პაციენტებს ავტოიმუნური პრობლემა არ აწუხებთ, დაავადებაში უფრო მეტად დამნაშავე მათი ბეტა უჯრედებია, ვიდრე სიმსუქნე, ამიტომაც მათი მკურნალობა პირველი ტიპით დაავადებულთა მკურნალობას უნდა მიემსგავსოს. მათ აქვთ სიბრმავის უფრო მაღალი რისკი, მე-3 ჯგუფის პაციენტებს კი თირკმელების დაავადების განვითარებისა“, - აცხადებენ მკვლევარები და დასძენენ, რომ დიაბეტის 5 ჯგუფად კლასიფიკაცია საკმარისი არ არის, რადგან მსოფლიოში 500-მდე სუბ-ჯგიფია, გამომდინარე მათი გენეტიკიდან და საცხოვრებელი გარემოდან.

გარდა ამისა, საჭიროა კვლევით დამტკიცდეს, რომ განსხვავებული ჯგუფის პაციენტებზე განსხვავებული მკურნალობა უკეთ იმოქმედებს, ვიდრე მსგავსი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:00 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

09:30 ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

20:22 Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

10:16 იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

16:48 Myway Airlines-ი ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ზრდის

16:32 15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

12:42 თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

12:40 CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.7%