თარიღი    დრო

ოკუპირებულ ახალგორში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა - ,,რადიო თავისუფლება“

საქართველო, თბილისი - 13:52 03.02.2018 1730

ოკუპირებულ ახალგორში მობილიზებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმები - ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლებას“ ოკუპირებული ახალგორიდან აცნობა ორმა წყარომ.

მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ომონი, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს. წყაროების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ჩხრეკენ ახალგორში შემსვლელ და გამომსვლელ ავტომანქანებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებს და მოსალოდნელ პროვოკაციებს.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობითვე, ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა დაბის მოსახლეობა შეკრიბა და მიტინგი გამართა. ხაჩიროვმა ახალგორელებს მოუწოდა, პროვოკაციის რისკის გამო სიფრთხილე გამოიჩინონ. მან ასევე განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

26 თებერვალს, სამოქალაქო მოძრაობის, „ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ ფილიპ ხაჩიროვია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%