თარიღი    დრო

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი და მისი გმირები

საქართველო, თბილისი - 14:15 02.25.2018 2672

დღეს, 25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 97 წელი შესრულდა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება.
წითელი არმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის არმიამ დაიკავა თბილისი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.
გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დროს შეტაკებაში 30 იუნკერი დაიღუპა. მათთან ერთად დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდმარის, კოტე მაყაშვილი ქალიშვილი მარო მაყაშვილი. ისინი რუსთაველის გამზირზე, დღევანდელ პარლამენტის შენობასთან დაკრძალეს.

აღსანიშავია, რომ სტუდენტი, მარო მაყაშვილი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ის წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

ამ მოვლენებს საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორია უძღოდა წინ.
1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.
1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს.
1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს საქართველოს მთავრობის სასახლეში ნოე ჟორდანიას სეფე-სიტყვის წარმოთქმის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღად 26 მაისი გამოცხადა. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი (დროებითი) მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.
"საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტში", ნათქვამი იყო: ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელის, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა.
საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისთვის
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი (დროებითი) მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:
მთავრობის თავმჯდომარე - ნოე რამიშვილი,
საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი,
შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი,
სამხედრო საქმეთა მინისტრი - გრიგოლ გიორგაძე,
ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - გიორგი ჟურული,
იუსტიციის მინისტრი - შალვა ალექსი-მესხიშვილი,
სახალხო განათლების მინისტრი - გიორგი ლასხიშვილი,
მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნოე ხომერიკი,
მიმოსვლის გზების მინისტრი - ივანე ლორთქიფანიძე.
1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.
მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
საბჭოთა რუსეთიცა და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისგან. ისინი საქართველოს საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას. ერთადერთი გამონაკლისი იყო არგენტინა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1919 წლის 13 სექტემბერს.
მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც თვით რუსეთმა, ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დე-იურე ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ამის შედეგი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარეს: 1920 წლის 24 სექტემბერს - გერმანიმ; 1921 წლის 27 იანვარს - ბელგიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, იაპონიამ; 1921 წლის 28 იანვარს - პოლონეთმა; 1921 წლის 17 თებერვალი - ავსტრიამ; 1921 წლის 18 თებერვალს - რუმინეთმა; 1921 წლის 23 თებერვალს - ლუქსემბურგმა; 1921 წლის 14 აპრილს - მექსიკამ.
საერთაშორისო ცნობა გაგრძელდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის დადგენილების თანახმად, საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში ეშვება ყველა სახელმწიფო დროშა და ცხადდება წუთიერი დუმილი.

წელს, 23 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ფასადზე (ჩიტაძის ქუჩის მხრიდან), თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა. 1921 წლის ომი და მისი გმირები ნამდვილად იმსახურებენ, რომ ის ქართველებს ახსოვდეთ.

პარლამენტის ეზოში დაღუპულ გმირთა აქამდე არსებულ მემორიალზე მათი სახელები აღნიშნული არ იყო. 

მიხეილ იოსელიანი:

(საქართველოს ეროვნული არმიის ოფიცერი)

 

მიხეილ თუმანიშვილი:

(ეროვნული არმიის ოფიცერი და იუნკერთა ასმეთაური )


ნიკოლოზ კალანდარიშვილი

(იუნკერი)

ბესარიონ კემულარია

(შტაბის კაპიტანი)

გაბრიელ გეხტმანი

(იუნკერი)

გერონტი არჩვაძე

(მოხალისე)

შალვა ერისთავი

ალექსანდრე ახვლედიანი

პლატონ დოლიძე

პავლე იაკობაშვილი

ლევან კანდელაკი

ოთარ ლორთქიფანიძე

მიხეილ ლოლუა

 ილია ჯანდიერი

არჩილ ჯანდიერი

გიორგი ანდრონიკაშვილი

გიორგი ზედგინიძე

გიორგი იაშვილი

ვახტანგ ისკანდერაშვილი

ივანე კერესელიძე

რევაზ ფავლენიშვილი

ივანე ჯამასპიშვილი

გრიგოლ კიკიანი

პავლე ბეშქენაძე (მოხალისე, უნივერსიტეტის სტუდენტი)

ნიკოლოზ ზანდუკელი

ნიკოლოზ სტურუა

გენო ქარუმაძე

ჯიშკარიანი (ჯარისკაცი)

ირაკლი თოიძე (კაპიტანი)

ბესარიონ კემულარია (შტაბს-კაპიტანი)

არჯევან ანანიაშვილი (მაიორი)




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%