თარიღი    დრო

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 16:40 02.24.2018 451

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინას ეწვია.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემებს მოიცავდა.

შეხვედრას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებმა მოკავშირეებთან ერთად განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავ ზღვაზე ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების გზები.

ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს, თეიმურაზ კეკელიძე ჯეიმს აპატურაის პირადად შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თეიმურაზ კეკელიძემ ჯეიმს აპატურაის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის კუთხით მიღწეული პროგრესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ასევე, შეხვდა ნატო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს - ჯული ფიშერს. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვრის დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დინამიკა განიხილეს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%