თარიღი    დრო

მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება ადვოკატის მხრიდან მიუღებელია - დავით ასათიანი ნაცვლიშვილის მკვლელობაზე

საქართველო, თბილისი - 12:05 02.24.2018 509

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის საჯარო განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ადვოკატის მხრიდან მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელია.

„ყველანი შეძრწუნებულნი ვართ ახალგაზრდა გოგონას სასტიკი მკვლელობით. ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები უკვე ურთულეს პრობლემად გვექცა, რაზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.

ორმაგად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მოხდა ადვოკატის მხრიდან, რაც მიუღებელია და არ შეესაბამება ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებს.

ადვოკატს, კლიენტის ინტერესების დაცვის გარდა, გააჩნია განსაკუთრებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ხარისხიან მართლმსაჯულებაზე, რაც ასევე გულისხმობს ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების მკაცრად დაცვასაც, მით უფრო მაშინ, როდესაც გარდაცვლილის შელახული პირადი უფლების აღდგენა ვერ განხორციელდება.

მინდა საზოგადოების გასაგონად განვაცხადო, რომ ქართველ ადვოკატთა უმრავლესობა თავდადებით შრომობს მოქალაქეთა დასაცავად და სწორად ესმის საკუთარი როლი, თუმცა, სამწუხაროდ, არის გამონაკლისი შემთხვევები და შეცდომები, ხანდახან მძიმეც, რაც გულწრფელად მაშფოთებს. ადვოკატთა ასოციაცია მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, რათა გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები“, - აცხადებს ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი იპოვეს. შსს-მ მომხდარზე გოგონას შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავა. უწყების ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა.  




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%