თარიღი    დრო

მიხეილ სააკაშვილი: ვლადიმერ პუტინს ამერიკა სძულს

საქართველო, თბილისი - 22:33 02.23.2018 293

CNN-ის კორესპონდენტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ მიმოხილვას:

გადაცემის წამყვანი:
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ცნობილი კრიტიკოსი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინის გავლენა უკონტროლო გახდებაო. ვიმ უნდა იცოდეს ყველაზე კარგად ეს ყველაფერი, თუ არა ამ ადამიანმა? ოდესღაც იგი საქართველოს ლიდერი იყო, მაგრამ მისი პრეზიდენტობა, მისივე სიტყვებს თუ დავუჯერებთ, ვლადიმერ პუტინის ჩარევის შემდეგ განწირული იყო. ამ ადამიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა CNN-ის კორესპონდენტს მეთიუ ჩანსს.
რეპორტაჟი:

ვიდეოკადრები: კიევში სახლის სახურავზე ამძვრალი მიხეილ სააკაშვილი შენობიდან გამოჰყავთ და ავტოფურგონში სვამენ... ეს მიხეილ სააკაშვილის წარუმატებლობის ერთ-ერთი მაგალითია. სულ ბოლოს კი, ახლახან, საქართველო ექს-პრეზიდენტი და კრემლის დაუძინებელი მტერი უკრაინიდან იქნა გაძევებული, სადაც იგი მცირე ხანს ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობდა.

ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ამსტერდამში შევხვდით. იგი ჰოლანდიის ამ ქალაქში ცხოვრობს, მოქალაქეობის გარეშე. კაცი, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით ოდესღაც ვლადიმერ პუტინს ებრძოდა, მაგრამ ბრძოლა წააგო.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი: „მე არჩევნებში ვლადიმერ პუტინის ჩარევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ვიყავი. 2012 წელს მათ ფეიკური (ცრუ) ფაქტები გაავრცელეს, მოაწყეს პროვოკაციები, კიბერშეტევები, ჩვენკენ ტროლების მთელი მანქანა მომართეს..“.

მეთიუ ჩანსი, უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტი: „ანუ ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადეთ, რის გაკეთებაც ვლადიმერ პუტინის რუსეთს შეუძლია?“.

მიხეილ საკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი: „მე ყველაფერი საკუთარი თვალით დავინახე“.

მეთიუ ჩანსი: „გამოდის, რომ თქვენ ძალიან ნაწყენი ხართ, რომ დონალდ ტრამპი ამ ყველაფერს ვერ ხედავს, არ აღიარებს და შესაბამის ქმედებას არ ახორციელებს?“.

მიხეილ საკაშვილი: „მე ვფიქრობ, იყო რამდენიმე სემთხვევა, როცა დონალდ ტრამპი მოქმედებდა. რასაკვირეველია, ჩვენ უფრო მეტი გვინდა. მან უკრაინას და საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება მიაწოდა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. ამით იგი ძალიან მნიშვნელოვან სიგნალს გზავნის. დამატებით თქვენ, ამერიკელებმა, რუს დაქირავებულებს სირიაში სასიკვდილო დარტყმა მიაყენეთ. როდის დაიღუპნენ ბოლო დროს რუსები ამერიკის არმიის პირდაპირი დარტყმისაგან? დღეს ეს ყველაფერი რეალურად ხდება“.

ვიდეოკადრები: იდგა 2008 წელი .... ეს ის დროა, როცა მიხეილ სააკაშვილი პატარა პროდასავლურ სახელმწიფოს - საქართველოს მეთაური იყო და რუსეთთან ხანმოკლე, მაგრამ წამგებიან ომს სარდლობდა. მისი დასავლელი მოკავშირეები იმის გამო რომ პოტენციური გამწვავება თავიდან აეცდილებინათ, რუსეთთან ომში პირდაპირ ჩარევაზე უარი განაცხადეს. ამ უარმა დიდი როლი შეასრულა დასავლეთისადმი ნდობის იმედგაცრუებაში არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, - ასე თვლის მიხეილ სააკაშვილი და ახლ, მისი თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან უნდა ეცადოს, რომ ძველი ნდობა აღადგინოს.

მიხეილ სააკაშვილი: „ისინი [უკრაინის ხელისუფალნი] ამბობენ: „ამ ქვეყანას ჩვენ ვმართავთ, მაგრამ დასავლური მოდელი არ გვაწყობსო“. ამიტომ ხვალ შეიძლება ბევრი ამსტერდამში გამოიქცეს, ან უფრო უარეს ადგილზე აღმოჩნდეს - ციხეში ან სასაფლაოზე. ამიტომაც ვლადიმერ პუტინს მეტი ყურადღებით უნდა ვუყუროთ. იგი მუდმივად იქნება ხელისუფლებაში. იგი მასმედიას აკონტროლებს. მას ქვეყანაში სერიოზული ოპოზიცია არ ჰყავს, მას ხელს ვერავინ ახლებს. მას ამერიკის არჩევნებზეც კი შეუძლია გავლენის მოხდენა. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის მორევა შეუძლებელია“. (...)

მეთიუ ჩანსი: „და რა უნდა გააკეთოს დონალდ ტრამპმა ამჟამად შექმნილი შთაბეჭდილებისა და არსებული სიტუაციის შესაცვლელად?“.

მიხეილ სააკაშვილი: „მან უნდა დაიცვას და მხარი დაუჭიროს ამერიკულ ფასეულობებს. იმიტომ, რომ თუ ვინმე, ჩემნაირი უსამართლოდ იდევნება, ხოლო ყველა დასავლელი დიპლომატი ჩუმადაა, ფრთხილობენ, რომ მყიფე გეოპოლიტიკური ბალანსი არ დაარღვიონ. მაგრამ მათ, თავიანთი ასეთი მოქმედების შედეგად, უფრო მეტი უსიამოვნება ელოდებათ. ეს ნიშნავს, რომ უსიამოვნებები და პრობლემები კიდევ უფრო მეტი იქნება. თქვენ ადგილობრივ ავტოკრატებს, რომლებიც პუტინად გახდომას ნატრობენ, ასე ეუბნებით: „თუ თქვენ პუტინის მსგავსად მოიქცევით, ჩვენ თქვენს საქმეებში არ ჩავერევით, უბრალოდ მდუმარედ დაგაკვირდებით“.

მეთიუ ჩანსი, CNN, ამსტერდამიდან




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%