თარიღი    დრო

თამარ ხულორდავამ მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 22:06 02.23.2018 530

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ხულორდავას განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს.

„ჩემი პოზიცია კენჭისყრამდეც დავაფიქსირე. გამოძიება აუცილებელია და ჩემთვის გამოძიების ყველა ფორმა მისაღებია.

კითხვებს, რომელიც ამ საქმეზე არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს. ყველამ თავისი განწყობით იხელმძღვანელა“, – განაცხადა ხულორდავამ.

ხულორდავას გარდა, კომისიის შექმნას მხარი უმრავლესობის სხვა წევრებმაც - ირინე ფრუიძემ და ირაკლი შიოლაშვილმა დაუჭირეს.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 22-მა წევრმა მისცა. 

უმცირესობის მიერ მომზადებული პროექტი აფგან მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებდა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%