თარიღი    დრო

მიხეილ ჯანელიძემ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 21:38 02.23.2018 293

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელის მოადგილის შომბი შარპის გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტმა და წარმომადგენლის მოადგილემ შომბი შარპმა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის საქართველოში 4 წლიან მოღვაწეობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობა უკვე ორ ათწლეულზე მეტია გრძელდება და მოიცავს შთამბეჭდავი რაოდენობის სფეროებს, მათ შორის საჯარო მმართველობის რეფორმებს, მდგრადი განვითარების მიზნებს, სიღარიბის აღმოფხვრას, ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვისა და სხვა უამრავ მიმართულებას.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით გაეროს განვითარების პროგრამის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამ კონტექსტში მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა მწუხარება 2018 წლის 22 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების გამო.

„ეს კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურ ქართველთა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების დარღვევის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ხაზს უსვამს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა მექანიზმების შექმნის აუცილებლობას" - განაცხადა მინისტრმა.

სიტყვის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ შომბი შარპს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%