მყარი არგუმენტები აფგან მუხთარლის საქმეზე კომისიის შესაქმნელად არ ყოფილა, - ამის სესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განიხილება.
აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს.
„მყარი არგუმენტები ამ კომისიის შესაქმნელად არ ყოფილა, თორემ კითხვის ნიშნები არსებობს და ამაზე პასუხი უნდა გასცეს სახელმწიფომ, საგამოძიებო ორგანოებმა.
ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამაც და თითოეულმა ჩვენგანმა რეალურად ვიცოდეთ პასუხები და არა მხოლოდ მაინცდამაინც იმ ვერსიის მიხედვით, როგორც თქვენ მიგაჩნიათ. შეიძლება სხვაგვარად არის და მე უფრო მჯერა, რომ სხვაგვარად არის, თქვენ სხვანაირად გჯერათ, კი ბატონო. ეს ყველაფერი არის სიმართლე, ამ ნაწილში გეთანხმებით, მაგრამ ამ მიზნის აღსრულების საშუალებებში ვერ ვხედავ რეალურ წარმოდგენებს გარდა პოლიტიკური მიზნებისა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.