თარიღი    დრო

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:12 02.23.2018 1932

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში 23 თებერვლის ღამეს, გულის უკმარისობით გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც  ლენინგორში 22 თებერვალს (ახალგორი) დღისით დააკავეს. ინფორმაციას ვებგვერდი cominf.org ავრცელებს.

დეფაქტო სტრუქტურაში აცხადებენ, რომ 35 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, 2008 წელს ოსების გენოციდში ღებულობდა მონაწილეობას და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალ დივერსიებს ამზადებდა.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია იზოლატორის ოფიცრებს, რა დროსაც მან წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაგორდა. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სუთქვის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორი საათის შემდეგ ის გადაიცვალა.

განცახდებაში წერია, რომ ოსურმა ე.წ. სპეცსამსახურებმა ტატუნაშვილსა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ იცოდნენ და შესაბამისად, მას თვალყურს ადევნებდნენ. დაკავება კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მისი მორიგი ჩასვლის დროს მოხდა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%