„არ ვიცი ბარსელონას მაგალითი რატომ მოჰყავს Ryanair-ს და ზოგადად Ryanair-ის შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის”, ამ რეპლიკით ეხმიანება „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე Ryanair-ის მარშრუტების განვითარების დირექტორის ნილ ო'კონერის კომენტარს, რომელიც მან საქართველოში ავიაკომპანიის შემოსვლაზე და აეროპორტების მომსახურების ტარიფებზე გააკეთა.
“ზოგადად, ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს საფასო პოლიტიკა შეიძლება გადაიხედოს და ნებისმიერ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საგანია. საფასო პოლიტიკა იცვლება ფრენების სიხშირეების მიხედვით. რაც შეეხება Ryanair-ს, როგორც ვიცი, ეს ავიაკომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს მთავრობასთან და აპირებენ, რომ დაიწყონ ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რადგან ქუთაისის აეროპორტი გამოყოფილია დაბალტარიფიანი ავიაკომპანიებისთვის. ეს ზოგადად მსოფლიოში მიღებული მოდელია. დედაქალაქებში, როგორც წესი, დაბალტარიფიანი ავიაკომპანიები იშვიათად დაფრინავენ მთავარ აეროპორტებში, უფრო მეორად აეროპორტებში დაფრინავენ. თბილისში ჩვენ ვართ წარმოდგენილი ერთი აეროპორტით ამ ეტაპზე. ჩვენ გვყავს დაბალტარიფიანი ავიაკომპანიები - ეს არის Pobeda, Pegasus, Flydubai. ჩვენ მათთან გვქონდა მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებების შედეგად ისინი დაფრინავენ და აბსოლუტურად ბედნიერები არიან. ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის. მზად ვართ დაველაპარაკოთ, შეხვდეთ. მათთვის თუ მისაღები იქნება ჩვენი პირობები, მათ შეუძლიათ დაიწყონ ფრენა. მაგრამ როგორც ვიცი მოლაპარაკებები ამაზე მიდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან”, აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ Ryanair-ის მარშრუტების განვითარების დირექტორმა ნილ ო'კონერიმ განაცხადა, რომ “არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველოში ფრენების დაწყება არ შეგვიძლია“.
როგორც ო კონერიმ საავიაციო ფორუმს CONNECT 2018-ის ერთ-ერთ პანელზესიტყვით გამოსვლისას განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა, როდესაც თბილისის აეროპორტი კონკრეტულ კომპანიას გადაეცა და დაწესდა ძალიან მაღალი ტარიფები.
„ასეთი ტარიფები ბარსელონაშიც კი არ არის, არადა თბილისში მხოლოდ 3 მილიონი მგზავრია. 40-50 მიმართულებიდან კი ევროპაში მხოლოდ 10-ზე ნაკლები სრულდება“, აღნიშნა Ryanair-ის მარშრუტების განვითარების დირექტორმა.
მისივე განმარტებით, ავიაკომპანია იღებს გადაწყვეტილებას ფრენების დაწყების თაობაზე, აეროპორტებში ყველაზე კონკურენტული ხარჯებით.
ჩვენ გამტარუნარიანობას აეროპორტების კონკურენტუნარიანი ფასის შესაბამისად ვარჩევთ. უფრო მეტ აეროპორტს უნდა გაზრდა, ვიდრე ჩვენ გვაქვს გამტარუნარიანობის საშუალება. რაც იმას ნიშნავს,რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ავარჩიოთ ლოკაციები. ქუთაისში და თბილისში ფრენების დასაწყებად მოლაპარაკებები დავიწყეთ, კარი ღია იყო. ახლაც მზად დაკამავშირებელი რეისები, უმეტესობა რეისებისა სრულდება სტამბოლის გავლით და არა პირდაპირ. არა მგონია დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი ძვირი აეროპორტისგან 200 კილომეტრში იყოს გამოსავალი, რომ მოაგვარო მაღალბიუჯეტიანი აეროპორტის პრობლემა.ვართ და გაგვიხარდება მოლაპარაკებების და განხილვების პროცესის განახლება. არ არსებობს მიზეზი რის გამოც თბილისსა და ქუთაისში ფრენებს ვერ დავიწყებთ. თბილისს განვიხილავთ ბაზრად, რომელსაც სჭირდება განვითარება. მას შეზღუდული რაოდენობის რეისები აქვს. ძალიან ბევრი რეისი სრულდება სტამბოლის გავლით. არა მგონია დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი ძვირი აეროპორტისგან 200 კილომეტრში იყოს გამოსავალი, რომ მოგვარდეს მაღალბიუჯეტიანი აეროპორტის პრობლემა“, განაცხადა ნილ ო კონერიმ.