თარიღი    დრო

ქართველმა მეთევზეებმა ”ზღვის ეშმაკი" აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 10:43 02.22.2018 1690

ჩაქვის აკვატორიაში ქართველი მეთევზეების მიერ თევზის უნიკალური ეგზემპლარი იქნა მოპოვებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოპოვებული ეგზემპლარი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული თევზის სახეობა მიეკუთვნება ”ზღვის ეშმაკს” – (Lophius piscatorius) რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია, საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130-ი მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდ-წყალბადით არის გაჯერებული მისი საქართველოში მოპოვება მაღალი სამეცნიერო ფაქტია.

"ზღვის ეშმაკის" მოპოვების პირველი შემთხვევა 1955 წლით თარიღდება, ამ დროს ბათუმის მახლობლად მოპოვებული ეგზემპლარის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

მოგვიანებით, ზღვის ეშმაკის ერთი ეგზემპლარი მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.

აღნიშნული შემთხვევა თევზის სახეობის მოპოვების მესამე ფაქტია. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს და სამეცნიერო კვლევებს აგრძელებენ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%