თარიღი    დრო

საქართველოს ფოსტის ახალი პროდუქტის “მალეო”-ს მიმართ მოთხოვნა რეგიონებიდან უკვე საკმაოდ მაღალია

საქართველო, თბილისი - 17:40 02.21.2018 453

 

„საქართველოს ფოსტამ“ ორი კვირის წინ საზოგადოებას ახალი პროდუქტი „მალეო“ წარუდგინა და დღეისათვის საიტზე უკვე დარეგისტრირებულია 1 200-მდე მომხმარებელი. მათგან თითქმის 60% საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებელი გახლავთ, მათ შორის ისეთი მაღალმთიანი რეგიონებიდან როგორებიცაა მესტია, ქედა, ყაზბეგი და სხვა.

„ჩვენ ვამაყობთ პირველ ეტაპზე მიღწეული შედეგებით, ვინაიდან ამ პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ რეგიონებიდან მოსახლეობის ჩართულობა იყო, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ნდობისა და ინტერესისთვის. დღეს მივიღეთ პირველი ამანათები, რომელთა გატანასაც მომხმარებლები ხვალიდან შეძლებენ. „საქართველოს ფოსტა“ აფასებს თითოეული მომხმარებლის ნდობას და ჩვენ ყოველთვის გავამართლებთ მათ მოლოდინებს.“ - აცხადებენ კომპანიაში

„საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის „მალეო“-ს მეშვეობით, მომხმარებელს საშუალება აქვს ერთიანი პროდუქტის სახით მიიღოს სატერმინალო და საკურიერო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ წერტილში. „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის მიზანი გახლავთ ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ამისთვის შეიქმნა ქართული პორტალი maleo.ge, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%