თარიღი    დრო

პარლამენტის ვალია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შექმნას - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 13:52 02.20.2018 338

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ პარლამენტის ღირსების საკითხია, განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი და აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შექმნას.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, 9 თვე გავიდა და არანაირი გამოძიება რეალურად, არ ჩატარებულა.

"ჩვენი პარლამენტარების ვალია, რომ გამოვეხმაუროთ ასეთ მძლავრ სიგნალს საზოგადოებიდან, როდესაც ფაქტობრივად, ყველა ორგანიზაცია - მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან სერიოზულ გზავნილს გვიგზავნიან ცალკე პარლამენტარებს და ცალკე ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია რომ შევხვდეთ. ჩვენ საპარლამენტო კომისიის შექმნა ჯერ კიდევ ივნისში მოვითხოვეთ. დღეს როდესაც 9 თვე გავიდა და არანაირი გამოძიება რეალურად, არ ჩატარებულა, არის პარლამენტის ღირსების საკითხი, თუ ეს ინსტიტუტი საერთოდ რაიმე როლს თამაშობს ამ ქვეყანაში, რომ განვახორციელოთ საპარლამენტო კონტროლი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. ვიკამათოთ კომისიის ფარგლებში, მასალები გამოვითხოვოთ კომისიის ფარგლებში და თუ მთავრობა ამას ვერ აკეთებს, პარლამენტმა ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავცეთ პასუხი იმ კითხვებს, რომელიც ლახავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, საერთაშორისო მეგობრების თანდასწრებით "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას.

"ჩვენ პარასკევს გვექნება ამ საკითხის განხილვა პარლამენტში. იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად პარტიული განსხვავებისა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" და პარლამენტარები მიდრეკილები არიან, რომ დაიცვან ნებისმიერ ვითარებაში მთავრობა, ამ კონკრეტულ ვითარებაში ისინი მიხვდებიან, რომ პარლამენტის ვალია ეს კომისია შექმნას და საზოგადოებას გასცეს პასუხები", - დასძინა ხოშტარიამ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%