თარიღი    დრო

წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

საქართველო, თბილისი - 13:38 02.20.2018 327

წყნეთის გზატკეცილზე, მეხუთე კორპუსში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

„38 ოჯახს, რომელიც წყნეთის გზატკეცილზე, მეხუთე კორპუსში 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, ფართები ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები ყოველდღე ელოდებიან, რომ ფართი გადაეცემათ. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს და წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა პროექტი შესრულდება.

„მინდა გითხრათ, რომ ყველა პროექტსა და დაპირებას, რომელიც გვქონდა დასახელებული, აუცილებლად შევასრულებთ და გავაკეთებთ. ყველაფერი უცებ, ერთად, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება. ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი ოთხწლიანი პროგრამა და კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ, რომ ყველა თემა და პროექტი შესრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.  




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%