ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია და მობილიზაცია მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარშემო.
„ამ საქმეში ჩვენ გვაქვს სტრატეგია, ხედვა და საქართველო მუშაობს, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია და მობილიზაცია მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარშემო. გარდა ამისა, რეგიონსა და ევროპაში არსებული საფრთხეები, რომელიც უკავშირდება ტერორიზმს, ენერგეტიკას, არის ძალიან საინტერესო თუ რა ინფორმაციას მოგვაწვდიან კომიტეტის ფორმატში ამ საფრთხეებთან დაკავშირებით",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.