საფრანგეთში, კომპანია ”ავრილის” კუთვნილი ზეთის გადამამუშავებელი ფაბრიკაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქარხანაში აფეთქების შემდეგ, ცეცხლი თითქმის მთელ ობიექტს მოედო.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. საავადმყოფოში კი 7 დაშავებული გადაიყვანეს.
აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.