თარიღი    დრო

როგორ შეიძლება ძებნილი ტელევიზიამ იპოვოს და პროკურატურამ არ იცოდეს, სად იმალება - გურამ დონაძე

საქართველო, თბილისი - 17:59 02.17.2018 550

ორი დღეა, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ერთმანეთის მიმართ ბრალდებები და კითხვები აქვთ.

„ზურაბ მიქაძე დავალებებს ზურაბ ადეიშვილიდან იღებდაო, აცხადებს ბაქრაძე. 2008 წლის 24 ნოემბერს ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორი არ იყო. ამას გარდა, ბაქრაძე ამბობს, შემთხვევის ადგილზე 50 წუთის შემდეგ მივედი, საათნახევარში იარაღი მოიტანესო. სატელეფონო ანძები აჩვენებს, რომ ბაქრაძე შემთხვევის ადგილზე 5 წუთში მივიდა და ადგილი მომხდარიდან 40 წუთში დატოვა“, - ასე პასუხობს „ჯი-ეიჩ-ენთან“ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურა ბაქრაძის ბრალდებებს,  შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე.

თავის მხრივ, ძებნაში მყოფი ბაქრაძე კი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე 3-5 წუთში ვერ მივიდოდა და რომ უფრო მეტის თქმაც შეუძლია, თუმცა, გამოძიების ინეტერესებიდან გამომდინარე, თავს იკავებს.

„რაც ბევრს ილაპარაკებს ამ საქმეზე გურამ დონაძე, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს. თავს ვიკავებ და არ ვლაპარაკობ ბევრ დეტალზე, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს“, - აღნიშნავს ბაქარძე.

ბაქრაძის ბრალდებებს დონაძე სიცრუეს და სასამართლოზე შტურმს უწოდებს.   

„ეს არის შტურმი სასამართლოზე, მოსამართლეზე. პროკურატურა მის კონტროლირებად მედიასშუალებებს იყენებს და საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე გვეთქვა და წარგვედგინა მტკიცებულებები. გადაღებული კადრები ნამდვილად უწყვეტია. პროკურატურა ტყუილებში და შეკერილ საქმეში გაიჭედა და ახლა უჯრიდან ზურა ბაქრაძე, სამარცხვინო, ცრუმოწმე გამოაძრო. როგორ შეიძლება ძებნილი ტელევიზიამ იპოვოს და პროკურატურამ არ იცოდეს, სად იმალება?!“, - აცხადებს  დონაძე.

რაც შეეხება, ბუტა რობაქიძის დედის, ია მატერველის განცხადებას, რომ ბაქრაძის გულწრფელობა დაინახა და მას მიუტევა, დონაძე კითხვით პასუხობს.

„ია ამეტრეველი ამბობს, მივუტევეო, რაზე მელაპარაკებით? ვის მიუტევა? თვალით არ უნახავს ის რას მოქმედებდა. სასამართლოზე დაკითხულიც არ ვართ, ია მეტრეველმა რა იცის, რა უნდა ვთქვა ზურა ბარქაძეზე?“, - აცხადებს დონაძე.

ზურაბ ბაქრაძის ადვოკატი, ზაზა შანავა კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

„ახალს ვერაფერს გეტყვით, გუშინ გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბაქრაძემ ისაუბრა. საქმე სასამართლოშია, სასამართლო განხილვები მიმდინარეობს, დანარჩენს დაველოდოთ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ შანავამ.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებიან. აღნიშნულზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზურაბ ბაქრაძე, დავით იაშვილი და ზურა მიქაძე.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:00 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

09:30 ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

20:22 Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

10:16 იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

16:48 Myway Airlines-ი ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ზრდის

16:32 15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

12:42 თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

12:40 CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.7%