თარიღი    დრო

ლიხტენშტეინი ელექტრონული სერვისებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა

საქართველო, თბილისი - 17:56 02.17.2018 398

ლიხტენშტეინი დაინტერესებულია გაეცნოს ელექტრონული სერვისებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას.

ამის შესახებ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიუნხენში გამართული შეხვედრის დროს ისაუბრეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ციფრული სერვისებისა და კიბერ-უსაფრთხოების სფეროში ორივე ქვეყნის სტრატეგიები. დადებითად შეფასდა საერთაშორისო რეიტინგებში კიბერ-უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წარმატებული პოზიციები, რომლის თანახმადაც საქართველო ევროპის მასშტაბით მესამე ადგილზეა უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ასევე გააცნო მისი ინიციატივები დიპლომატიური საქმიანობასა და საკონსულო მომსახურებაში ელექტრონული სერვისების აქტიური დანერგვის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი პირველი უწყება იქნება, რომელიც დიპლომატიაში ციფრულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს და ამ ინიციტივით უკვე დაინტერესდნენ ამ სფეროში მოღვაწე უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ლიხტენშტეინისა და საქართველოს თანამშრომლობა, როგორ ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. მიხეილ ჯანელიძემ ლიხტენშტეინის საგარეო, კულტურისა და იუსტიციის მინისტრი აურელია ფრიკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. თავის მხრივ ლიხტენშტეინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოხატა დაინტერესება ესტუმროს საქართველოს, რომელიც რეგიონში სწრაფად განვითარებადი, თანამედროვე ქვეყნის იმიჯით სარგებლობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ლიხტენშტეინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა ლიხტენშტეინის მხრიდან საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წწ-ის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისთვის გამოყოფილი დახმარება, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით არსებული პროექტების განხორციელებას.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ლიხტენშტეინს შორის თავისუფალი შეთანხმების ამოქმედებას, რაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევა ძალაში და ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ განვითარებას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების, სატრანზიტო პოტენციალის განვითარების და ტურიზმის სექტორში მზარდი შესაძლებლობების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ კვლავაც აქტიურად ითანამშრომლონ საერთაშორისო ფორმატებში ცალკეული ინიციატივების მხარდაჭერის მიმართულებით.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%