თარიღი    დრო

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი განათლებაში 140 მილიონის ინვესტიციას დებს

საქართველო, თბილისი - 14:50 02.17.2018 704

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიღწევებისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ყველაზე ღირებული ინვესტიცია განათლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციაა. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა აჩვენა მეორე კომპაქტის ფარგლებში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და კვლავ შევძლებთ განათლებაში სწორი ინვესტიციის განხორციელებას” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოწვეულ სტუმრებს ფონდის 2017 წლის პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ:

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ყველა მიმართულებით: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტის ბაკალავრიატზე 2017 წელს მივიღეთ 200-ზე მეტი სტუდენტი და დღეისათვის 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ბაკალავრიატის ამერიკულ პროგრამებზე საქართველოში. ფონდმა 2017 წელს დაასრულა 18 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა, ჯამში, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 30 საჯარო სკოლაა საერთაშორისო სტანდარტებით რეაბილიტირებული. პროფესიული ტრენინგები გაიარა 2 ათასზე მეტმა დირექტორმა და 15 ათასზე მეტმა მასწავლებელმა. პროფესიული განათლების მიმართულებით შემუშავდა 45 ახალი საგანმანათლებლო პროგრამა და 10 პროფესიული სასწავლებელი აღიჭურვა ლაბორატორიებითა და სიმულატორებით”.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი, კერძო სექტორისა და განათლების სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები.


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სასიკეთო ცვილელებს ახორციელებს საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს ყველა ეტაპზე, როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული უმსხვილესი გრანტია. 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან ახორციელებს.

კომპაქტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებები (STEM), სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%