თარიღი    დრო

ლეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა, გარკვეული გაუმჯობესება არის - ექიმი

საქართველო, თბილისი - 14:33 02.17.2018 993

„ლეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად, სტაბილურად მძიმეა. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, გარკვეული გაუმჯობესება არის, თუმცა, სომატური პრობლემები რჩება. კერძოდ, სუნთქვითი უკმარისობა, რის გამოც, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უგრძელდება. ნევროლოგიურად გონზეა, პერიოდულად, სპონტანურად თვალებს ახელს, მზერას აფიქსირებს, მიმართული მეტყველება ესმის, ცდილობს ერთეული ინსტრუქციების შესრულებას“, - განუცხდა „ჯი-ეიჩ-ენს“ ხეჩინაშვილის კლინიკის მორიგე რეანიმატოლოგმა, ზაზა ხარაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ლეილა აბაშიძე რამდენიმე დღის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკაში იშეიმიური ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს.

ცნობისთვის, ლეილა მიხეილის ასული აბაშიძე 1929 წლის 1-ელ აგვისტოს დაიბადა. ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი 1940 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“ რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1958 წლიდან.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%