თარიღი    დრო

დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბათუმში კორპუსები შენდება

საქართველო, თბილისი - 13:09 02.17.2018 891

ბათუმში, ტაბიძის ქუჩა 7/9-ში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. 

ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015“- ს, რომლის წევრი სოფელ წაბლანაში მცხოვრები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ოჯახია, აჭარის მთავრობამ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე 5001 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო 1 550 000 ლარი გადასცა.

საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომელიც 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯი2ბილდინგი“ აწარმოებს. მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ის 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გაეცნენ.

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 26 მარტს დაიწყება და 25 აპრილამდე გაგრძელდება.

განაცხადის შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ: 
• თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი - თამარაშვილის ქ. N15ა; 
• ბათუმი, ქალაქის მერიის შენობა - ასათიანის ქ. N25 (26 მარტიდან - 1 აპრილამდე). 
• ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - აბაშიძის გამზ. N27; 
• ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - ხუბულავას ქ. N6.

აჭარის მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სვხდასხვა სახის დახმარებას უწევს. კერძოდ, 2017 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 198 ოჯახს 2 966 981 ლარის ფინანსური დახმარება გაეწია.

72 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი, ხულოს მუნიციპალიტეტ, სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალურ სახლში გადაეცა.

58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი, თამარის დასახლება, N-29 მიმდებარედ არსებული სოციალური სახლში გადეცა. 

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 111 ოჯახმა შეიძინა.

2018 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 8 ოჯახს 79 169 ლარის ფინანსური დახმარება გაეწია.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 9 ოჯახმა შეიძინა.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%