თარიღი    დრო

ამ კანონის მიღება იქნება იმ უზარმაზარი კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც არსებობს მედიაში - ანა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 20:16 02.16.2018 818

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ კანონის მიღება არ იქნება მხოლოდ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, ეს იქნება იმ უზარმაზარი კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც არსებობს მედიაში და სამოქალაქო საზოგადოებაში

„ამ კანონის მიღება არ იქნება მხოლოდ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა. ეს იქნება იმ უზარმაზარი კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც არსებობს მედიაში და სამოქალაქო საზოგადოებაში, და ეს იქნება იმ ცვლილებების მიღება, რომელიც ძლიერ დარტყმას მიაყენებს მედიაპლურალიზმს საქართველოში, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიძლიერეს და დამოუკიდებლობას მიაყენებს დარტყმას და, ასევე ხელს გაუხსნის ბიუჯეტის კორუფციულად ხარჯვის შესაძლებლობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%