თარიღი    დრო

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხი მოხვდა

საქართველო, თბილისი - 16:50 02.16.2018 467

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც  ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხიც მოხვდა.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული აუქციონები წინასწარ ცნობილი კომპანიებისთვის ცხადდება, რაც კონკურენტულ გარემოს ხელს უშლიდა. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის, "BSRCDG DEVELOPMENT"-ისთვის განსაკუთრებული პირობების და უკონკურენტო გარემოს შექმნამ, ქალაქის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველობების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი მამრიკიშვილი აღნიშნავს, რომ მერიაში სისტემური პრობლემები გამოვლინდა.

„სისტემური პრობლემა გამოვლინდა მერიაში, რომელი ეხება უძრავი ქონების პრივატიზებას ე.წ. შემზღუდავი პირობებით, რომლის დროსაც იზღუდებოდა კონკურენცია აუქციონებში, მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი და მერია კარგავდა დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას. სისტემურმაპრობლემამ გამოიწვია ის, რომ ზიანი მიადგა საზოგადოების ინტერესებს და მერიამაც დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა,“ - განაცხადა მამრიკიშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველობების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ასევე, განმარტავს, რომ მერიამ პროცესების არასწორად წარმართვის გამო ფინანსური ზარალი ნახა.

„მერიამ კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე გაიყვანა გზა მასთან შეთანხმების გარეშე, ეს პროცესი წარიმართა და გაჭიანურდა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში, კომპანიას აუნაზღაურდა იმაზე მეტი  ღირებულების ზარალი, ვიდრე პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო გადახდილიყო,“ - განაცხადა გიორგი მამრიკიშვილმა




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%